თავში

ავარია სამტრედიასთან - დაღუპულია 5 ადამიანი

ავარია სამტრედიასთან - დაღუპულია 5 ადამიანი
ავარია სამტრედიასთან - დაღუპულია 5 ადამიანი

სამტრედიის შესასვლელთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა. 

ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ხუთივე დაღუპული, მინივენის მგზავრია.

შსს-ში report.ge-ს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system