თავში

აგროტურიზმის ხელშესაწყობად პარლამენტი საკანონდებლო ცვლილებებს განიხილავს

აგროტურიზმის ხელშესაწყობა პარლამენტი საკანონდებლო ცვლილებებს განიხილავ
აგროტურიზმის ხელშესაწყობად პარლამენტი საკანონდებლო ცვლილებებს განიხილავს

საქართველოს პარლამენტს წარედგინა ახალი საკანონდმებლო ცვლილბებები, რომელიც აგროტურისტული საქმიანობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. 

კანონპროექტის მიხედვით განისაზღვრება აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტისთვის სტატუსის მინიჭების წესი და კონკრეტდება, რომ სტატუსის მინიჭებასა და შეწყვეტაზე უფლებამოსილი იქნება შემოსავლების სამსახური, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს აგროტურიზმის ბაზრის პოტენციალის კვლევით.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტი ვალდებული იქნება, 2022 წლის პირველი ივნისიდან მომსახურების მიმღებ პირს შესთავაზოს ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის არანაკლებ 50%.

ცვლილებებით გათვალისწინებულია აგროტურიზმის სტატუსის მქონე სუბიექტის ვალდებულებებიც. კერძოდ, სუბიექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: საკუთრების ან მართლზომიერ სარგებლობის უფლებით უნდა ფლობდეს აგროტურისტული მეურნეობას; რეგისტრირებული უნდა იყოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოებულ ფერმათა/ფერმერთა რეესტრში, რაც შესაძლებელს გახდის ფერმერული საქმიანობისა და მეურნეობის არსებობის ფაქტის დადასტურებას; ასევე მომსახურების გაწევის მიზნით, უნდა გამოიყენოს ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, რაც უნდა შეადგენდეს მის მიერ გამოყენებული პროდუქტის 50%-ს და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით დადგენილი წესით, იყოს რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

თავის მხრივ, ვალდებულებები ექნება სახელმწიფოსაც. პროექტით, უნდა მოხდეს საგადასახადო შეღავათების დაწესება; სახელმწიფო გრანტის მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა; შეღავათიანი საკრედიტო რესურსებით უზრუნველყოფა; აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროექტებისა და პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ასევე საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება აგროტურისტულ საქმიანობაში ჩართულ პირთა პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით; შესაბამის მუნიციპალიტეტებში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის ხელშეწყობა.

„აგროტურიზმის შესახებ“კანონპროექტი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა, 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system