თავში

აგვისტოში ბათუმის ჩაკეტვით მეტ კრიტიკას გამოვიწვევდით -ეკატერინე ტიკარაძე

აგვისტოში ბათუმის ჩაკეტვით მეტ კრიტიკას გამოვიწვევდით -ეკატერინე ტიკარაძე
აგვისტოში ბათუმის ჩაკეტვით მეტ კრიტიკას გამოვიწვევდით -ეკატერინე ტიკარაძე

პირობითად, 24 აგვისტოს ბათუმი რომ ჩაგვეკეტა, დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში გაცილებით მეტ კრიტიკას გამოვიწვევდით, ვიდრე გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით გამოვიწვიეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს ექსპერტთა ნაწილის მოსაზრებას, რომ სექტემბერში ბათუმის ჩაკეტვა გამართლებული ნაბიჯი იქნებოდა, რათა ასეთი მძიმე ეპიდემიოლოგიური ფონი თავიდან აგვეცილებინა, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში მათი მხრიდან მეტი კრიტიკა იქნებოდა, ვიდრე გუშინდელ გადაწყვეტილებას მოჰყვა.

„როცა ეს კითხვა მესმის, ძალიან ხშირად, მინდა, დავბრუნდე პირობითად, 24 აგვისტოს და გამოვიდე ინიციატივით, რომ ბათუმი ჩასაკეტია. შემდეგ, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ამ ექსპერტების აზრს და რეაგირებას. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში გაცილებით მეტ კრიტიკას გამოვიწვევდით, ვიდრე გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით გამოვიწვიეთ. ვთვლი, რომ ჩვენ ყოველთვის თანმიმდევრული ვიყავით და შეწონილი გვქონდა ყველა რისკი. რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ამ ყველაფერს გარკვეული ფასი აქვს. ეს ფასი იმ პერიოდისთვის, იყო ეკონომიკა და ასევე არ იყო იმის საფუძველი, რომ ასეთი მასშტაბური ჩაკეტვები გამოგვეცხადებინა. თუმცა, ჩვენს ექსპერტებს ალბათ, ისიც ახსოვთ, რომ ბათუმში გარკვეული შეზღუდვები განვახორციელეთ, რამაც შედეგი გამოიღო“, - განაცხადა ტიკარაძემ "პირველი არხის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system