თავში

აი, "მალადეც", ქალბატონო სალომე - ინგა გრიგოლია პრეზიდენტს აკრიტიკებს

აი, "მალადეც", ქალბატონო სალომე - ინგა გრიგოლია პრეზიდენტს აკრიტიკებს
აი, მალადეც, ქალბატონო სალომე - ინგა გრიგოლია პრეზიდენტს აკრიტიკებს

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ინგა გრიოგლია პრეზიდენტს გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებული განცხადებებისთვის აკრიტიკებს. 

"ვაჟაცობა ვიცი ერთი ერთზეო, განაცხადა ქალბატონმა პრეზიდენტმა. აი, მალადეც, ქ-ნო სალომე, დღევანდელი რეალობისთვის ძალიან ,,ადექვატური,, რამ თქვით, ძალიან. ბავშვები რომ ერთმანეთს ხოცავენ, ამ დროს პრეზიდენტმა უნდა თქვას აუცილებლად, რომ ,,ვაჟკაცობა იცის ერთი ერთზე... აბა რა" - წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მან ჩხუბი იცის ერთი-ერთზე, ხოლო ჯგუფური ძალადობა მიუღებელი და არაქართულია. მისი თქმით, ჩვენ ჩვენს ტრადიციებს უნდა დავუბრუნდეთ.

პრეზიდენტის განცხადება შეაფასა დღეს სახალხო დამცველმაც, რომელმაც განაცხადა, რომ ძალადობის წახალისება არ უნდა მოხდეს, იქნება ეს ჯგუფური თუ ერთი-ერთზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system