თავში

"აი მარადონა რომ ჰყავთ არგენტინელებს და პელე ბრაზილიას, ჩვენ გვყავს ნონა!" - ანა დოლიძე

"აი მარადონა რომ ჰყავთ არგენტინელებს და პელე ბრაზილიას, ჩვენ გვყავს ნონა!" - ანა დოლიძე
აი მარადონა რომ ჰყავთ არგენტინელებს და პელე ბრაზილიას, ჩვენ გვყავს ნონა! - ანა დოლიძე

პარტია "ანა დოლიძე-ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ნონა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.

"აი მარადონა რომ ჰყავთ არგენტინელებს და პელე ბრაზილიას. ხალხნო, ჩვენ გვყავს ნონა!!! ნონა!!! ცოცხალი მსოფლიო ლეგენდა. ჩემი მხარდაჭერა ნონა გაფრინდაშვილს. თუ რამეში გამოადგება ჩემი საერთაშორისო სამართლებრივი ცოდნა და გამოცდილება, მზად ვარ. დიდება დედოფალს," -ამის შესახებ დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი კომპანია Netflix-ს უჩივის.

სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა, იმის შესახებ, რომ გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია. სარჩელში ნათქვამია, რომ "ლაზიერის გამბიტში" აღწერილი ეპიზოდი 1968 წელს განვითარებულ მოვლენებს აღწერს, რა დროსაც გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 50-ზე მეტ კაც მოჭადრაკესთან.

ნონა გაფრინდაშვილი კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system