
კახა ბენდუქიძის შვილი, ანასტასია ბენდუქიძე სოციალურ ქსელში შვილის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ემოციური მინაწერით, მამას დაბადების დღეს ულოცავს.
"აი შენი საჩუქარი დაბდღეზე, მა გილოცავ," - წერს ანასტასია Facebook-ზე.
კახა ბენდუქიძეს შვილიშვილი, გარდაცვალებიდან 6 წლის თავზე შეეძინა.
ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და ბიზნესმენი, საქველმოქმედო ორგანიზაცია "ცოდნის ფონდის" დამფუძნებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, კახა ბენდუქიძე 20 აპრილს 65 წლის გახდებოდა.