თავში

ახალციხეში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ახალციხეში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ახალციხეში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე ხანძარს ერთი ადამინი ემსხვერპლა. მეხანძრე-მაშველებმა ხუთსართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე, ერთ-ერთ ბინაში, შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სახანძრო სამაშველო სამსახური ადგილზე გამოძახებიდან 4 წუთში მივიდა, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. 

"სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ადგილზე იყვნენ ოთხ წუთში. ცეცხლი ეკიდა საწოლსა და მის გარშემო იატაკს. ხანძარი ლიკვიდირებულია. მეხანძრე-მაშველებმა სახლში იპოვეს შუა ხნის ასაკის მამაკაცის ცხედარი", - გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრში.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system