თავში

რა ვითარებაა ქუთაისის შესასვლელებთან - ფოტოამბავი - PHOTO

რა ვითარებაა ქუთაისის შესასვლელებთან - ფოტოამბავი - PHOTO
რა ვითარებაა ქუთაისის შესასვლელებთან - ფოტოამბავი - PHOTO

08:00 საათიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთისა და გორის შესასვლელებში მოეწყო საკონტროლო გამშვები პუნქტები. 

ქუთაისის ყველა შესასვლელთან შსს-ს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, თავდაცვის ძალებთან ერთად, საკონტროლო პუნქტების მეშვეობით, ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე ადამიანთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას აკონტროლებენ. აქვე ხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ქალაქის შემოსასვლელებში გახსნილი საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოინახულა პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი მხეიძესთან ერთად და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

მოქალაქეებს გადაადგილების დროს თან უნდა ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე იმოქმედებს ე.წ. „კომენდანტის საათი“, დროის ამ მონაკვეთში იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით გადაადგილება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system