
ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა დიდ დიღომში, სადაც ქუჩები დაიტბორა.
უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ავტობუსიც.
კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, უწყებაში შესულ შეტყობინებებზე მეხანძრე-მაშველები ოპერატიულად ახდენენ რეაგირებას.
მათივე ინფორმაციით, უწყებაში შეტყობინებები ძირითადად დიღომიდან შედის.