თავში

აქ, ამ კლინიკაში იხრჩობა, იგუდება, კვდება ხალხი - რას წერს კოვიდინფიცირებული პაციენტი

აქ, ამ კლინიკაში იხრჩობა, იგუდება- რას წერს კოვიდინფიცირებული პაციენტი
აქ, ამ კლინიკაში იხრჩობა, იგუდება, კვდება ხალხი - რას წერს კოვიდინფიცირებული პაციენტი

კოვიდინფიცირებული პაციენტი გიორგი გოდერძიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მე-11 დღეა რაც კორონავიურუსი დაუდასტურდა, თუმცა ეპიდემიოლოგებს მისი კონტაქტები არ გამოუკვლევიათ. 

"იმოქმედეთ თორემ გვიანდება!!!!!! აქ ამ კლინიკაში იხრჩობა, იგუდება, კვდება ხალხი, განსაკუთრებით მოხუცები. მინდა რომ ჩვენს შვილებს ყავდეთ ბებია, პაპები და ნუ აგვიანებთ, გთხოვთ!!“,- წერს სოციალურ ქსელში ინფიცირებული გიორგი გოდერძიშვილი.

მისი თქმით, შესაბამისი სამსახურები ყოველდღიურად პასუხობენ, რომ ეპიდემიოლოგიური კვლევა დაიწყება, თუმცა არავინ დაკავშირებია. 

11-ე დღეა ვწევარ კლინიკაში. ვებრძვი კოვიდ 19-ს. დადასტურების დღესვე მითხრეს, რომ დამიკავშირდებოდნენ და კონტაქტებს დაადგენდნენ, თუმცა ამ დრომდე არავინ დამკავშირებია.

არ დაინტერესებულან ჩემი კონტაქტებით, მითუმეტეს, რომ ყოველ დღე ვრეკავ (ეს 10 დღე) ჯანდაცვაში და 112-ში და ვთხოვ, რომ კონტაქტების აღწერა მოახდინონ შემდგომი პრევენციის მიზნით, მათი პასუხია, რომ დამიკავშირდება ეპიდემიოლოგი,თუმცა ამაოდ…..

იტალიას რომ დავემსგავსებით მერე გაინძრევა ჯანდაცვა? საქართველოს მთავრობა სირცხვილია ესე უმოქმედობა. როცა საჭირო არ იყო ჩაგვკეტეთ და ეხლა, როცა ათასეულობითაა ინფიცირებული იკიდებთ…!!", - წერს გიიორგი გოდერძიშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system