თავში

აქ არის მეგობრული ურთიერთობა და ასე უნდა გაგრძელდეს - დმანისის მერი

აქ არის მეგობრული ურთიერთობა და ასე უნდა გაგრძელდეს - დმანისის მერი
აქ არის მეგობრული ურთიერთობა და ასე უნდა გაგრძელდეს - დმანისის მერი

თუ ვინმეს სპეკულაციებით სურს დაძაბულობის მომენტების შექმნა, ეს აუცილებლად გამოძიების საგანი უნდა გახდეს, - ამის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მხარე მეგობრული განწყობით უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, ხოლო თუ ვინმე სპეკულაციებით ცდილობს დაპირისპირების პროვოცირებას, ეს გამოძიების საგანი უნდა გახდეს. 

„გუშინდელ ინციდენტში მონაწილე ადამიანები პასუხისგებაში არიან მიცემული და მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი. ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაა და გააკეთებენ ამის შესახებ განცხადებას. ვიღაცამ სპეკულირება თუ დაიწყო ამ თემით და სურს, რომ ეთნიკურ ჯგუფებსა თუ სხვა რაღაც დაპირისპირებაში გადაზარდოს ვითარება, ეს არასწორი და არასახელმწიფოებრივი ქმედებაა და არ არის ტოლერანტული. აქედან გამომდინარე, ყველა მხარემ უნდა გაიაზროს ვითარება და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან მეგობრულად. ყველამ, ვისთანაც ხმა მიგვიწვდება, უნდა ვუთხრათ მათ, რომ დაპირისპირებული მხარე არავინაა. აქ არის მეგობრული ურთიერთობა და უნდა გაგრძელდეს ისე, როგორც ამდენი ხანი იყო. თუ ვინმეს სპეკულაციებით სურს დაძაბულობის მომენტების შექმნა, ეს აუცილებლად გამოძიების საგანი უნდა გახდეს. იმ პირებთან მიმართებით, ვინც გუშინდელ ინციდენტში მონაწილეობდა, საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია და სავარაუდოდ, ნაწილი პასუხისგებაში მიცემულია“, - განაცხადა გიორგი ტატუაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system