თავში

აქ კითხვის ნიშანი არ არსებობს, ყველა შტამისგან გვიცავს - ცერცვაძე

აქ კითხვის ნიშანი არ არსებობს, ყველა შტამისგან გვიცავს - ცერცვაძე
აქ კითხვის ნიშანი არ არსებობს, ყველა შტამისგან გვიცავს - ცერცვაძე

ვაქცინისგან განსხვავებით, პირბადეზე კითხვის ნიშანი - გვიცავს თუ არა კორონავირუსის რომელიმე შტამისგან, არ არსებობს - პირბადე ყველა შტამისგან გვიცავს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

"პირბადე, პირბადე, პირბადე! თუ ინდური შტამი გავრცელდა, ის მეოთხე ტალღას დააჩქარებს. პირბადე ყველა შტამს თანაბრად შველის, ამიტომ მისი ტარება აუცილებელია" - განაცხადა ცერცვაძემ. 

მისი თქმით, კვლევების თანახმად, საერთაშორისოდ აღიარებული წამყვანი ვაქცინები ინდური შტამის წინააღმდეგაც ეფექტურია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, იცავს თუ არა ინდური შტამისგან ვაქცინები და კოვიდგადატანილებში იმუნიტეტი. მთელი რიგი კვლევებია, რომ იცავს როგორც კოვიდგადატანილების იმუნიტეტი, ისე დღეს არსებული ვაქცინები, მაგრამ შედარებით ნაკლები პროცენტის გარანტიით, ვიდრე იცავდა ჩვეულებრივი სტანდარტული შტამის დროს, თუნდაც ბრიტანული შტამის შემთხვევაში. თუმცა, საერთაშორისოდ აღიარებული წამყვანი ვაქცინები საკმარისად საიმედოდ იცავს ინდური შტამისგან“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system