თავში

თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო
თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უწყება ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია, სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას.

უწყების ცნობით, დაშავებულია 1 მოქალაქე, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

,,ბინაში აფეთქება სავარაუდოდ გაზის დაგროვების შედეგად მოხდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ადგილზე მობილიზებულია 30 მეხანძრე-მაშველი, ასევე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და ყველა შესაბამისი სამსახური",
- აცხადებენ შსს-ში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system