თავში

"აქედან ჩვენ ცოცხლებს ვერ გაგვიყვანენ" - მამა ათინოგენე

"აქედან ჩვენ ცოცხლებს ვერ გაგვიყვანენ" - მამა ათინოგენე
აქედან ჩვენ ცოცხლებს ვერ გაგვიყვანენ - მამა ათინოგენე

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს მამათა მონასტრის ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.

სასულიერო პირების განცხადებით, მონასტერში ჩოხოსნები მივიდნენ და ისინი ძალის გამოყენებით გამოიყვანეს მონასტრიდან. დაკავებულია 5 სასულიერო პირი. 

სასულიერო პირების ნაწილი მონასტრის დატოვებაზე უარს აცხადებს. ბალდის მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი მამა ათინოგენე საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

"აქედან დაიწყება სულ სხვა მოქმედებები. აქედან ჩვენ ცოცხლებს ვერ გაგვიყვანენ, მთელ საქართველოს მოვუხმობ, ვისაც სინდისი და ქართველობა აქვს, ვინც დაფიქრებულხართ, რას შვრება ეს მატყუარა ხალხი," - აცხადებს მამა ათინოგენე.

ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, 10-მდე სასულიერო პირი სრულად განკვეთა.

საპატრიარქომ ჭყონდიდის ეპარქიაში წერილი გაგზავნა, რომელშიც მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი ბერებისგან საპატრიარქოს სამონასტრო კომპლექსის დატოვებას მოითხოვს. ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერში ყოფნის ვადა გუშინ, 4 ნოემბერს ამოეწურათ.

შეგახსენებთ, ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წელს, ეპარქიის ყოფილი წინამძღვრის პეტრე ცაავას გაათავისუფლების შემდეგ დაიწყო. 

ყოფილი მიტროპოლიტის მხარდამჭერები ეპარქიის ახალ მმართველს, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილს არ ემორჩილებიან და ითხოვენ, რომ საერთო კრებაზე განიხილონ პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ბრალდებების უტყუარობა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system