
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.
ხანძარი შენობის ორივე სართულზე იყო გავრცელებული.
როგორც report.ge საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.