თავში

"ახალ შტამთან დაკავშირებით ჯანმო-ს აქვს ორი რეკომენდაცია" - ივანე ჩხაიძე

"ახალ შტამთან დაკავშირებით ჯანმო-ს აქვს ორი რეკომენდაცია" - ივანე ჩხაიძე
ახალ შტამთან დაკავშირებით ჯანმო-ს აქვს ორი რეკომენდაცია - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე იმ სიმპტომებს ასახელებს, რომელიც კორონავირუსის ახალ შტამს, "ომიკრონს" ასახიათებს.

„ამ ვარიანტს ახასიათებს უფრო მეტად გაციების მსგავსი მიმდინარეობა, არ ახასიათებს ხველა, არ ახასიათებს ხანგრძლივი მაღალი ტემპერატურა, არ ახასიათებს ყნოსვისა და გემოს დაკარგვა. უფრო მეტად მისი მიმდინარეობა არის გაციების მსგავსი, ერთ-ორი დღის განმავლობაში გამოხატული სიმტომატიკით, თავის ტკივილით, დაღლილობით“,-განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, „ომიკრონთან“ დაკავშირებით ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზიაციას ორი რეკომენდაცია აქვს - ვაქცინაციის გაზრდა და ე.წ. ბუსტერ დოზის აქტიური გამოყენება.

„ე.წ.ბუსტერ დოზის გაკეთება არის ერთ-ერთი გზა, ვინაიდან „ბუსტერის“ მიერ მიღებული იმუნური პასუხი არის გაცილებით უფრო ძლიერი, მყარი და ხანგრძლივი, ვიდრე ვაქცინის პირველი ორი დოზის გაკეთების შემდგომ“,- განაცხადა ჩხაიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system