თავში

"ახალგაზრდა ადვოკატები" მთავრობას მიმართავს

"ახალგაზრდა ადვოკატები" მთავრობას მიმართავს
ახალგაზრდა ადვოკატები მთავრობას მიმართავს

"მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა უნდა აღდგეს ეტაპობრივად და დაიწყოს თბილისის მეტროს მუშაობით. თბილისის მეტროს მუშაობა, სრულ დატვირთვამდე, შესაძლებელია განისაზღვროს 21:00 საათამდე. მთავრობამ და თვითმმართველობამ უნდა უზრუნველყოს აუცილებელი პირბადის, მომხმარებელთა ნაკადის, რიგის ან/და დისტანციის მართვის კონტროლის განხორციელება მეტროსადგურებთან. მუნიციპალური ტრანსპორტის ამ სახით ამუშავებას სასიცოხლო დანიშნულება გააჩნია მოქალაქეებისათვის", - ამ მოთხოვნით საქართველოს მთავრობას "ახალგაზრდა ადვოკატები" მიმართავს. 

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადეებაში ნათქვამია, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ქ. თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდება 2021 წლის 1 მარტიდან, სიცხადეს მოკლებულია.

"ჩვენ გვესმის მთავრობის განსაკუთრებული ზომები, რომელიც ეპიდემიის გავრცლების არიდების მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება, თუმცა ქ. თბილისში, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური აქტიურობის მაღალ მაჩვენებელს ქმნის, მთლიანად უარის თქმა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლებაზე, სამართლიანი და რაციონალური გადაწყვეტილება არ არის, რაც კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მოქალაქეების ყოფით მდგომარეობას, ბიზნესის საქმიანობას, მიმართლული არ არის ეკონომოკის ამუშავებისკენ", - აცხადებენ "ახალგაზრდა ადვოკატებში".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system