თავში

ახალი დეტალები 15 წლის კრიტიკული პაციენტის შესახებ

ახალი დეტალები 15 წლის კრიტიკული პაციენტის შესახებ
ახალი დეტალები 15 წლის კრიტიკული პაციენტის შესახებ

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 15 წლის ინფიცირებული გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ  Report.ge-ს კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა, მათ ცენტრში მოთავსებული ინფიცირებული 15 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

მისი თქმით, პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე.

"პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ისევ იმყოფება მართვით სუნთქვაზე", - განუცხადა Report.ge-ს ლალი ტურძელაძემ.  

ცნობისთვის, თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში 100-მდე კოვიდინფიცირებული პაციენტიდან 11 რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, მათ შორისაა 15 წლის მოზარდი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system