თავში

ახალი დეტალები ბოლნისში იდენტიფიცირებულ 14 მოქალაქეზე

ახალი დეტალები ბოლნისში იდენტიფიცირებულ 14 მოქალაქეზე
ახალი დეტალები ბოლნისში იდენტიფიცირებულ 14 მოქალაქეზე

ბოლნისში ინდეტიფიცირებულ 14 მოქალაქეს, მარნეულში ახალი კორონავირუსით დაავადებულ პაციენტთან ჰქონდათ კონტაქტი.  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბოლნისის ცენტრის წარმომადგენელის ინფორმაციით, დღეს დადგინდა კიდევ ოთხი კონტაქტი და საერთო ჯამში უკვე 14 მოქალაქე არის იდენტიფიცირებული.

11 მარტს ისინიც იმყოფებოდნენ მარნეულში, წლისთავზე, სადაც ასევე მისული იყო ქალი, რომელიც თბილისში კოორნავირუსის დიაგნოზით გადმოიყვანეს და რომლის მდგომარეობაც მძიმეა. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ბოლნისში დადგენილი კონტაქტში მყოფი ყველა პირი, ამ დროისთვის, თვითიზოლაციაშია და „კოვიდ-19-სთვის" დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომი ჯერ არც ერთ მათგანთან არ გამოვლენილა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system