თავში

ახალი დეტალები შაქარაშვილის საქმეში - რა ჩანს ვიდეოკადრებში

ახალი დეტალები შაქარაშვილის საქმეში - რა ჩანს ვიდეოკადრებში
ახალი დეტალები შაქარაშვილის საქმეში - რა ჩანს ვიდეოკადრებში

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 

საქმეში გამოჩნდა მესამე ავტომანქანაც, მიკროავტობუსი, რომელიც დიდუბეში გადაღებულ სათვალთვალო ვიდეოკამერებში ფიგურირებს.

მიკროავტობუსიდან გადმოდის პირი, რომელიც საქმის ე.წ. ოქროს მოწმესთან, გური ამირხანაშვილთან მოსალაპარაკებლად მიდის.

დიდუბეში დაფიქსირებული მიკროავტობუსი მცხეთის სათვალთვალო კამერებშიც ფიგურირებს.

კადრები "მთავარმა არხმა" გაავრცელა.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის ედებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system