თავში

ახალი ინფიცირებულების კლასტერი ცნობილია

ახალი ინფიცირებულების კლასტერი ცნობილია
ახალი ინფიცირებულების კლასტერი ცნობილია

ამ ოთხი დადასტურებული შემთხვევიდან 2 არის ე.წ. საბურთალოს კლასტერი,- ამის შესახებ განცხადება ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა გააკეთა. მარინა ეზუგბაიას თქმით დანარჩენი ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი კარანტინიდან არის. 

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებს, ახალი შემთხვევებიდან არც ერთი აღნიშნულ კლინიკაში არ შეუყვანიათ. 

ინფექციური საავადმყოფოდან გუშინ 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს. დღეის მდგომარეობით საავადმყოფოში მკურნალობას 52 კოვიდინფიცირებული განაგრძობს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რეგისტრირებული რაოდენობა 805-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი და სულ ვირუსისგან განკურნებულთა რაოდენობაა 650.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system