თავში

ახალი ინფიცირებულების წყარო ცნობილია - VIDEO

ახალი ინფიცირებულების წყარო ცნობილია
ახალი ინფიცირებულების წყარო ცნობილია - VIDEO

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, ორი კი, უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტი.

ეზუგბაიას თქმით, სატვირთო მანქანის მძღოლი კარანტინში იმყოფებოდა.

„სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის სატვირთო მანქანის მძღოლი, დანარჩენი ორი უკვე არსებული, დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია. ახალი პაციენტი არ ჩვენს ცენტრში არ შეუყვანიათ“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 153 პაციენტი მკურნალობს.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 738-მდე გაიზარდა. კორონავირუსისგან კიდევ 16 ადამიანი გამოჯანმრთელდა და განკურნებულთა რაოდენობა 573-ს შეადგენს. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია 12 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 250. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system