თავში

ახალი კერა გურიაში - კორონავირუსით სამკერვალო საწარმოს თანამშრომლები დაინფიცირდნენ

ახალი კერა გურიაში - კორონავირუსით სამკერვალო საწარმოს თანამშრომლები დაინფიცირდნენ
ახალი კერა გურიაში - კორონავირუსით სამკერვალო საწარმოს თანამშრომლები დაინფიცირდნენ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევიდან 16 გურიაში გამოვლინდა. 

როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ განაცხადა, ახალი შემთხვევები „აჭარა ტექსტილსა“ და დაბა ლაითურს უკავშირდება. 

„16 დადასტურებული შემთხვევიდან 13 „აჭარა ტექსტილს“ უკავშირდება და ამ ფაბრიკის თანამშრომლები არიან. ყველა მათგანი უკვე შესაბამის კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს. მათ, ვისაც არ აქვს დადასტურებული კორონავირუსი, მაგრამ დასაქმებულია „აჭარა ტექსტილში“, გადაყვანილია აჭარის საკარანტინო სივრცეში და მათზე დაკვირვება გრძელდება“, - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

მისივე თქმით, ოზურგეთის ყველა სკოლა მომატებული რისკის გამო სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ჩოხატაურსა და ლანჩხუთში კი სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system