თავში

ახალი შტამი 15-ჯერ სწრაფად ვრცელდება და რთული აღმოსაჩენია - ნინო გოგიჩაიშვილი

ახალი შტამი 15-ჯერ სწრაფად ვრცელდება და რთული აღმოსაჩენია - ნინო გოგიჩაიშვილი
ახალი შტამი 15-ჯერ სწრაფად ვრცელდება და რთული აღმოსაჩენია - ნინო გოგიჩაიშვილი

მოსკოვის ოლქის მთავარი პოლიკლინიკის წამყვანი თერაპევტი ნინო გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ექიმების ვარაუდით, რუსეთში დაფიქსირებულ კორონავირუსის ახალი შტამი 15-ჯერ უფრო მარტივად ვრცელდება, ხოლი მისი აღმოჩენა სიმპტომების გამოვლენიდან ერთი დღის ვადაშია შესაძლებელი.  

ექიმის ინფორმაციით, ახალი შტამი წინამორბედისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება, თუმცა კიდევ უფრო მეტად ავადდებიან ახალგაზრდები. მისივე განმარტებით, არსებულ საკითხზე კვლევები ტარდება.

"არის ვარაუდი, რომ დაავადებულების დაახლოებით 10%-ს აქვთ ახალი შტამი, უბრალოდ, მისი აღმოჩენა რთულია, რადგან დაკავშირებულია აღებული მასალის დოზაზე. თუ პირველივე დღეს მოხდა მისი დათესვა, იგი აღმოჩნდება და თუ დრო გადის - ვერ პოულობენ. თითო დაავადებულ ადამიანს კი შეუძლია 10-დან 9 ადამიანი დააავადოს, თუმცა დელტა შტამთან შედარებით უფრო მეტ გართულებას არ იწვევს და დაახლოებით ისეთივე რჩება, როგორც ეს დელტა შტამის შემთხვევაშია. თუმცა კვლევები გრძელდება, რადგან ეს ახალი ინფორმაციაა, საშიშია იმით რომ უფრო მეტად ახალგაზრდები ავადდებიან და 15 პროცენტით მეტი აქვს გადამდებობა. გენი ერთი და იგივე აქვთ და მკურნალობას ისე ექვემდებარება, როგორც სხვა შტამები" - განაცხადა ნინო გოგიჩაიშვილმა.

ნინო გოგიჩაიშვილის თქმით, ახალი შტამი არსებული ვაქცინების მიმართ რეზისტენტული არ არის, რუსეთის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, რომ პროფილაქტიკა იმავე ვაქცინებით გააგრძელონ, რომლითაც აქამდე იტარებდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system