თავში

ახალი შტამის არ უნდა გვეშინოდეს - გიორგი ღოღობერიძე

ახალი შტამის არ უნდა გვეშინოდეს - გიორგი ღოღობერიძე
ახალი შტამის არ უნდა გვეშინოდეს - გიორგი ღოღობერიძე

ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი, ონკოლოგიის რეზიდენტი, გიორგი ღოღობერიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის არ უნდა გვეშინოდეს. 

მისი განმარტებით, მუტაცია ჩვეულებრივი მოვლენაა, რომლის შემდეგაც ვირუსი თავად ზიანდება. 

„ვირუსის მუტაციები ყოველთვის ხდება, ახლა ჩვენ გვაქვს ბრიტანული ვარიანტი, ვირუსის ბევრნაირი მუტანტური ვარიანტი იქნება, ჩვენ ამის არ უნდა გვეშინოდეს, რადგან მუტაცია სიახლე არ არისა, ის სულ ხდება.

ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ მუტაციის შემდეგ ინფექცია მძიმე იყოს. მუტაციის შემთხვევაში ვირუსი ისე ზიანდება, რომ თვითონვე ინაქტივირდება და არა უფრო მძიმე ფორმების გამომწვევი ხდება. ახალი შტამი იმით განსხვავდება წინა ვარიანტებისგან, რომ უფრო მეტად მრავლდება და უფრო მეტი რაოდენობით გროვდება ცხვირ-ხახაში, ადამიანი ამ ვირუსს უფრო მეტად გამოყოფს“, - განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system