თავში

ახალი წლიდან ზღვისუბნის პარკის მშენებლობა დაიწყება

ახალი წლიდან ზღვისუბნის პარკის მშენებლობა დაიწყება
ახალი წლიდან ზღვისუბნის პარკის მშენებლობა დაიწყება

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, ზღვისუბნის საქალაქო მნიშვნელობის პარკის პროექტის საჯარო განხილვა ახალგაზრდების ჩართულობით მოეწყო.

როგორც თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, „ზღვისუბნის საქალაქო პარკი’’ ახალგაზრდების ინტერესებისა და ხედვის გათვალისწინებით მოეწყობა. დეპუტატის თქმით, საჯარო სივრცეების მოწყობისას გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობის ხედვა, რომელიც სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების მქონე მოქალაქის საჭიროებებს გამოხატავს.

ზღვისუბნის პარკის მშენებლობა 2020 წლიდან დაიწყება, რომელიც თბილისის მიწათსარგებლობის განვითარების გენერალური გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტია. თემქის ხევის პრობლემის მოგვარების საკითხი 2017 წელს თბილისის მერის კახა კალაძისა და მაჟორიტარი დეპუტატის თამარ ტალიაშვილის წინასაარჩევნო პროგრამაში აისახა. ზღვისუბნის საქალაქო პარკის მოწყობის მიზნით, 2017 წლიდან ჩატარდა მასშტაბური ჰიდროლოგიური და გეოლოგიური კვლევა, ხევის ტერიტორია თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა ჭაობის მცენარეებისა და ლეშქაშისგან გაწმინდეს.

ზღვისუბნის საქალაქო პარკის პროექტირება დასკვნით ეტაპზეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system