თავში

ახალქალაქში მოკლულ ახალგაზრდას ხვალ დაკრძალავენ

ახალქალაქში მოკლულ ახალგაზრდას ხვალ დაკრძალავენ
ახალქალაქში მოკლულ ახალგაზრდას ხვალ დაკრძალავენ

ახალქალაქში მოკლულ ახალგაზრდას ხვალ დაკრძალავენ.

ადგილზე ისევ პოლიციაა მობილიზებული. 

დაპირისპირებაში მონაწილეების იდენტიფიცირებისთვის კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

ადგილობრივებმა სოფლის ცენტრში შავი ნაჭერი გამოფინეს. 

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა ახალქალაქში. ორ ჯგუფს შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, მასიური შეტაკება ქალაქში ორ ჯგუფს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი ახალგაზრდა მოკლეს. ამის შემდეგ ერთ-ერთი სასტუმროს კარებები და ფანჯრები ჩაამტვრიეს და ცეცხლი გაუჩინეს. დამწვარია რამდენიმე სახლი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში Report.ge-ის განუცხადეს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system