
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიაში ქუჩაში გარდაცვლილი კაცი იპოვეს.
თვითმხილველებმა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს, თუმცა, ექიმებს 57 წლის კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
report.ge-ს ინფორმაციით გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევაა.
ახლობლების თქმით, გარდაცვლილის მეუღლე და სამი შვილი ჰყავს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სალომე კაპანაძე
ავტორი