თავში

ახალციხის კლინიკიდან ექიმები გაათავისუფლეს - რას წერს მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი

ახალციხის კლინიკიდან ექიმები გაათავისუფლეს - რას წერს მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი
ახალციხის კლინიკიდან ექიმები გაათავისუფლეს - რას წერს მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალციხის კლინიკა "იმედიდან" ექიმები გაათავისუფლეს. 

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალციხის კლინიკა იმედიდან გაათავისუფლეს: ექიმი; რეანიმატოლოგი; რეანიმატოლოგიის დამხმარე; მედდა - ყველა პირი ვინც დაკავშირებული იყო იმუნიზაციასთან. 

კლინიკა აცხადებს, რომ ამ პირების გათავისუფლება არ არის დაკავშირებული მეგი ბაქრაძის გარდაცვალებასთან.

არც ერთი გამოძიება არ დასრულებულა ჯერ და ყველა გაათავისუფლეს სამსახურიდან. 

გვაბრმავებთ? - თუ მეგისთან არა, რასთან არის დაკავშირებული? რაც უფრო მნიშვნელოვანია: თუ ეს ხალხი არა, მაშინ ვინ არის დაკავშირებული მეგის გარდაცვალებასთან?", - წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 2021 წლის 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა "იმედში", ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, "ასტრაზენეკას" გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა.

მედდას, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

27 წლის მეგი ბაქრაძე, ახალციხიდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

ახალგაზრდა ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს.

7 აპრილს, მეგი ბაქრაძის საქმეზე პროკურატურამ ექიმებს ბრალი წარუდგინა.

8 აპრილს, ბრალდებულებს – ვიოლეტა ინასარიძეს, თეა გზირიშვილსა და ბექა ლიპარტელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-3000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system