თავში

საქართველოში, ახალი მეთოდით ინფექციის დადგენა 50 წუთში მოხდება - VIDEO

საქართველოში, ახალი მეთოდით ინფექციის დადგენა 50 წუთში მოხდება - VIDEO
საქართველოში, ახალი მეთოდით ინფექციის დადგენა 50 წუთში მოხდება - VIDEO

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ტესტირების ახალი მეთოდით ინფექციის დადგენა 50 წუთშია შესაძლებელი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის უფროსმა ექიმ-ლაბორანტმა ხატია მიქაბერიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ,,ჯინექსპერტის“ აპარატით შედეგი 50 წუთში დგება.

„ჩვენმა ლაბორატორიამ, ლევან რატიანთან ერთად მოახერხა, რომ ყველა კვლევა, რაც კორონავირუსთან იყო დაკავშირებული, არის აწყობილი. შესაბამისად, გაგვაჩნია ყველა ის საშუალება და რესურსი, რომ გავტესტოთ პაციენტები სხვადასხვა კვლევებზე, მაგრამ არის ისეთი კვლევაც, რომელიც არის საკმაოდ მაღალტექნოლოგიური. ეს არის „ჯინექსპერტის“ აპარატი, რომელიც 50 წუთში გვაძლევს შედეგს. ხდება თავად ვირუსის ნუკლეინის მჟავების გამოვლენა კარტრიჯული მეთოდით. არის აბსოლუტურად დახურული სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ადამიანური ხელით დაშვებული შეცდომა იყოს გამორიცხული, იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება აღების დროს რაიმე პრობლემა. გარდა ამისა, ზუსტი შედეგი გვაქვს ძალიან სწრაფ დროში, რადგან სხვა მეთოდით, მეორე დღეს გვაქვს შედეგი, ეს არის ძალიან კარგი მეთოდი", - განაცხადა მიქაბერიძემ.

მისივე თქმით, მეთოდი მსოფლიოში აპრობირებულია და მისი მწარმოებელი ამერიკის შეერთებული შტატებია.

როგორც ხატია მიქაბერიძემ განმარტა, კარტრიჯების შეზღუდული რაოდენობის გამო, ,,ჯინექსპერტის“ აპარატით კვლევა ყველა პაციენტს ვერ ჩაუტარდება.

კვლევას მხოლოდ მძიმე და რისკის მქონე პაციენტებს ჩაუტარებენ.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ტესტირების ახალი მეთოდი დაინერგა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system