თავში

"ახლა არ დავიჯერებ შენს სინანულს!" - ვის მიმართავს ელისო კილაძე

"ახლა არ დავიჯერებ შენს სინანულს!" - ვის მიმართავს ელისო კილაძე
ახლა არ დავიჯერებ შენს სინანულს! - ვის მიმართავს ელისო კილაძე

გაზეთ "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

ჟურნალისტი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიმართავს.

"ირაკლი კობახიძე, 20 ივნისის მერე მე რომ ვითხოვდი გახარიას გადადგომას და შენ რომ მეუბნებოდი რომ მან სახელმწიფო გადაარჩინა - ახლა არ გავიზიარებ(არ დავიჯერებ) შენს სინანულს!", - წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით, მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს, რაზეც პასუხები ვერ მიიღო.

მისივე თქმით, გახარიამ აქციის დაშლის ოპერაცია გაუგებრად დაგეგმა, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system