თავში

ახლა დამწკრივდით და მომისმინეთ, საქართველოს დამაქცევრებო - ილია ჭიღლაძე

ახლა დამწკრივდით და მომისმინეთ, საქართველოს დამაქცევრებო - ილია ჭიღლაძე
ახლა დამწკრივდით და მომისმინეთ, საქართველოს დამაქცევრებო - ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე მოუწოდებს პრემიერ ღარიბაშვილსა და ხელისუფლების ყველა შტოს, დაიცვას სახელმწიფოებრიობა, გაწმინდოს ეკლესია ფარისევლებისგან, ხოლო თუ ხელისუფლების წარმომადგენლებს ეს არ შეუძლიათ, დატოვონ თანამდებობა და წავიდნენ სახლში. 

"ახლა დამწკრივდით და მომისმინეთ, პრიმიტივო პრემიერ-მილისტო ღარიბაშვილო, მილისტო წულუკიანო, თმაგაჩეჩილო კობახიძევ და დანარჩენო მეოცნებეებო, საქართველოს დამაქცევრებო და მშვიდობიანი მოსახლეობის მჟუჟავებო, 5 ივლისის სისხლის და სხვა ბევრი ეროვნული უბედურების ჩამდენებო, ეკლესიის მტრობა, ანტიეკლესიური ქცევა ზაგორსკული კადრის, ან ნაციხარი მეუფეების დანაშაულებრივ საქმეთა კრიტიკა არაა, პირიქით, ესაა ეკლესიის გაწმენდის და გადარჩენის მცდელობა; 

ეკლესიის მტრობა და ანტიეკლესიური საქმეა ეკლესიის სწავლების და ღვთისმეტყველების უარყოფა, დამახინჯება, გაყალბება; 

ეკლესიის მტრობაა მისი ავსება კრიმინალებით და უვიცებით, კორუფციით და სხვა სიმახინჯეებით; 

ეკლესიაში დაბუდებულ ანაფორიან ავაზაკთა მხილება არათუ ეკლესიის მტრობა არაა, პირიქით ეკლესიის მოყვრობა და მოკეთეობაა;

ეკლესია არც შიოლაშვილია, არც მისი ნახირი, ეკლესია არის ქრისტე და მისი მოძღვრება, 7 მსოფლიო საეკლესიო კრება და წმინდანები. იმედია, წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა შეგიძლიათ. ყელში ამოვიდა თქვენი ფარისევლობა, მაიმუნობა, მავნებლობა. დაიცავით სეკულარიზმი, რესპუბლიკა, სახელმწიფო. დაიცავით ქართველი ხალხი ირანიზაცია-კრემლიზაციისგან, ან წაეთრიეთ სახლებში. 

ტონი არ გაგიკვირდეთ, უარესი გეკუთვნით! - წერს ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში" - წერს დეკანოზი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system