თავში

"ახლა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ..." - გია ხუხაშვილი

"ახლა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ..." - გია ხუხაშვილი
ახლა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ... - გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ხუხაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით წერს:.

"როდესაც სისტემაში ხარ და ეგუები იმას, რომ გისმენენ და გიყურებენ. მერე ვიღაცა საღამოს ერთობა იმით, რომ კითხულობს ვის შეხვდი, რაზე ელაპარაკე, რა გააკეთე. შენს სისუსტეებს ეძებს და ამით გაკონტროლებს. თუ რაიმე გინდა დამალო, სახლშიც კი საკუთარ მეუღლეს ჩურჩულით ესაუბრები, ტელეფონს სხვა ოთახში ტოვებ და ა.შ….ღირსებას, კაცობას ისე კარგავ, რომ ვერც კი აცნობიერებ.

ერთ ისტორიას მოგიყვებით:

2013 წელს ხელში ჩამივარდა ჩემი და ერთ-ერთი იმდროინდელი მინისტრის ე.წ. "ზეტი".

გარდა იმისა, რომ თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი, მეორე პრობლემა ის გახლდათ, რომ ზეტს თან ახლდა ანოტაცია, რომელიც თავდაყირა აყენებდა საუბრის შინაარსს. ანუ ჩვენ ერთ თემაზე ვსაუბრობდით და იქ სხვა თემა იყო მითითებული.

შემდეგ მქონდა ამ თემაზე საუბარი "მომხმარებელთან", რომელსაც გარდა უკანონობისა, მივუთითე საფრთხეზე, რომ ვიღაც ოპერატორს ნებით, თუ უნებლიედ შეეძლო დაენგრია ნებისმიერი ურთიერთობა და საყოველთაო პარანოია გამოეწვია სისტემაში.

ახლა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ვინც ამ ჩანაწერებს ეცნობა, ყველა პარანოიკია.

სულ ვირთხები ესიზმრება…", - წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system