თავში

ახლა ძალიან ვნანობ, სხვა დროს ბოლომდე ჩავყვები - რა შეემთხვა ირინა სარიშვილს

ახლა ძალიან ვნანობ, სხვა დროს ბოლომდე ჩავყვები - რა შეემთხვა ირინა სარიშვილს
ახლა ძალიან ვნანობ, სხვა დროს ბოლომდე ჩავყვები - რა შეემთხვა ირინა სარიშვილს

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ "ფეისბუქის" ადმინისტრაციამ რამდენიმე პოსტის გამო, აქტივობა ნაწილობრივ შეუზღუდა. 

"მოკლედ ჩემო ტკბილო მეგობრებო, თან ვკვდები სიცილით და თან გაცოფებული ვარ იმის გამო, რომ ფბ ადმინისტრაციამ 24 საათით შემიზღუდა დაპოსტვა, დალაიქება და დაკომენტარება. ამ წუთას ბლოკი ამხსნეს და სანამ კიდევ ახალს დამადებენ, მანამდე უბრალოდ გეტყვით რაც მოხდა.

პირველად გაფრთხილება მივიღე პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით დადებული პოსტის გამო, სადაც "ტკბილად" მოვიხსენიებდი მისი მასპინძლების მშობლებს. მაშინ მხოლოდ გამაფრთხილეს, არ დამბლოკეს.

მეორე სასჯელი, გინდა დაიჯერეთ გინდა არა, დამედო თაკო ჩარკვიანზე სახუმარო მიმართვის შინაარსის პოსტის გამო, სადაც თაკოს, რომელიც დათაგული მყავდა, ვეუბნებოდი, მეტი აღარ გაეკარო ვაშაძეების გვარს მეთქი. ამ პოსტზე, ისევე როგორც ჩემს ბევრ პოსტზე, გულიანად იცინა ყველამ, მათ შორის თაკომაც, თუმცა ფბ ადმინისტრაციამ დამბლოკა მუქარის შემცველი ტექსტის გამო. დავა არ დამიწყია ერთადერთი მიზეზით – როგორც მითხრეს, დავას შეიძლება არა 24 საათს, არამედ 2 კვირა გაგრძელებულიყო სიმართლის გარკვევამდე. ეხლა ძალიან ვნანობ ამას და სხვა დროს აუცილებლდა ბოლომდე ჩავყვები ასეთ უაზრო დაბლოკვებს, თან მაშინ როცა ფბ სავსეა ფეიკებით, ტროლებით, რომლებიც სისტემატურად მემურებიან, შეურაცხყოფას მაყენებენ და მათ არავინ ზღუდავს სამწუხაროდ.

ამ ისტორიაში ყველაზე მეტად ის მაინტერესებს, ჩემი თაფლით და ბადაგით სავსე ლექსიკონის ფონზე, რატომ ამოარჩია ფბ ადმინისტრაციამ და მომჩივნებმა პოსტები, რომლებიც პოზნერს და ვაშაძეებს ეხებოდათ, სადაც ე.წ. ხულიგნური გამონათქვამები საერთოდ არ იყო.

მოკლედ ეხლა დავბრუნდი და ჩემს სხვა პოსტებზე შემოსეულ ტროლებს და ფეიკებს მოგხედავთ – ყველა პასუხს მიიღებთ, მათ შორის გოგიტა აღმაშენებელის ფეიკი თუ რეალური ფანები საკუთარ კომენტარებზე, რომლებიც დიდი ალბათობით არიან ჩემს წინააღმდეგ მეორე საჩივრის ავტორები. გამარჯობა" - წერს სარიშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system