თავში

ახლა გავალ და რამდენიმე წუთში უკვე დაკავებული იქნება - გომელაური ბადრი ესებუაზე

ახლა გავალ და რამდენიმე წუთში უკვე დაკავებული
ახლა გავალ და რამდენიმე წუთში უკვე დაკავებული იქნება - გომელაური  ბადრი ესებუაზე

ბადრი ესებუას შესახებ დასმულ შეკითხვაზე გომელაურმა იხუმრა, რომ რამდენიმე წუთში მას დააკავებენ, შემდეგ კი განმარტა, რომ დაკავების ოპერაციას შესაძლოა წლებიც დაჭირდეს. 

"დავაკავებთ აუცილებლად, ახლა გავალ და რამდენიმე წუთში უკვე დაკავებული იქნება. ამაზე მილიონჯერ გავაკეთე განცხადება. შეიძლება წლებიც გავიდეს და მერე დააკავონ. შეიძლება ათი წელი გავიდეს და მერე დააკავოს არა მე, არამედ მეოთხე მინისტრმა ჩემს შემდეგ. ეს ჩვეულებრივი თემაა, გვინდა რომ დავაკავოთ აუცილებლად“, - განაცხადა ვახტანგ გომეალურმა.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, ყველა მძევლის გათავისუფლების შესახებ.

შსს-ს ინფორმაციით, ,,საქართველოს ბანკზე", შეიარაღებული თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და ის 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა.

ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებიამ დრომდე გრძელდება.

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმე ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system