თავში

ახმეტაში გიორგი ანწუხელიძის ხსოვნის კვირეული დაიწყო

ახმეტაში გიორგი ანწუხელიძის ხსოვნის კვირეული დაიწყო
ახმეტაში გიორგი ანწუხელიძის ხსოვნის კვირეული დაიწყო

ახმეტაში 2008 წლის ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის, ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო. ეროვნული გმირის სოფელ ქვემო ავლანში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტული აქტივობები მიმდინარეობს, ხოლო გამარჯვებულებს სხვადასხვა პრიზი გადაეცემათ.

კვირეულის გახსნას გიორგი ანწუხელიზის შვილები და მეუღლე ესწრება.

საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 10 წლის წინ, 9 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. 2008 წლის ნოემბრამდე სამხედრო მოსამსახურე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა.

მოგვიანებით, ცხინვალიდან გადმოსვენებული ათი ქართველის ცხედრისათვის ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. ის წამებით მოკლეს. გარდაცვალების შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system