თავში

ახმეტაში გველმა ქალი დაკბინა - სოფელში გველების შემოსევაა - PHOTO

ახმეტაში გველმა ქალი დაკბინა - სოფელში გველების შემოსევაა
ახმეტაში გველმა ქალი დაკბინა - სოფელში გველების შემოსევაა - PHOTO

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში, საჯარო სკოლის მეორე სართულზე, შენობის კართან ქვეწარმავალი მოკლეს. 

როგორც სკოლის დირექტორმა, გიორგი ბუღრიძემ Report.ge-ს განუცხადა, სკოლის სოფელში ქვეწარმავლების შემოსევაა.

"დიდი რაოდენობით არის ქვეწარმავლები სოფელში და სკოლაშიც. წინა კვირას, იყო შემთხვევა, როდესაც ორი მოვკალით და დღეს კინაღამ თანამშრომელი დამიკბინა. წამებში გადარჩა ჩემი თანამშრომელი, რადგან სავარაუდოდ ქვეწარმავალი იყო ნაკვები. მეორე სართულის შესასვლელ კარებთანაც იყო უკვე რამდენიმე. ორ მეტრზე უფრო დიდი ზომის გველების შემოსევაა და ამხელა არასოდეს ყოფილა აქამდე. 

ალბათ გასატარებელია პრევენციული ზომები. ბავშვები არიან სოფელში და გარდა ამისა, 20 დღის წინ სახლში ქალიც დაკბინა გველმა, ძლივს გადავარჩინეთ. ადგილზე არ არის სასწრაფო ბრიგადა და აქედან კერძო მანქანით უნდა წაიყვანო ადამიანი, რომ ჩაუტარდეს შესაბამისი დახმარება. დღეს 2-3 ადამიანი ვებრძოდით ამ ქვეწარმავალს. რამდენადაც ვიცით, ეს ეხება გარემოს დაცვას, მათ აქვთ პრეტენზიები, რომ ქვეწარმავალი არ უნდა იქნას მოკლული, თან მაშინ, როდესაც საუბარია შხამიან ქვეწარმავლებზე. ვიდრე გარემოსდაცვის წარმომადგენელი ჩამოვა სოფელში, მანამდე მოკლავს ვინმეს ეს ქვეწარმავალი. უმოძრაოდ როცაა, მაგ დროს არც კი ჩანს და შეიძლება ნებისმიერმა შემთხვევით ფეხიც დაადგას," - განუცხადა Report.ge-ს გიორგი ბუღრიძემ 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system