თავში

ქვეყნის 4 დიდი ქალაქი ისევ ჩაიკეტა

ქვეყნის 4 დიდი ქალაქი ისევ ჩაიკეტა
ქვეყნის 4 დიდი ქალაქი ისევ ჩაიკეტა

საქართველოში 21:00 საათია და ამ დროიდან, ქვეყნის 4 დიდი ქალაქი, ისევ ჩაიკეტა.

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა აიკრძალა.

ცნობისთვის, ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში საგამონაკლისო წესი მოქმედებდა, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს 4 დიდ ქალაქში შესვლის უფლება მიეცათ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ყველა სხვა შეზღუდვა ძალაში რჩება. მათ შორის, ძალაშია ,,კომენდანტის საათის" მოქმედება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.

შეგახსენებთ, საგანგებო რეჟიმი ქვეყანაში 22 მაისამდე გახანგრძლივდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system