თავში

აკრძალვით გამოწვეული ზიანი უფრო ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე აკრძალვით გამოწვეული სიკეთე - კახაძე

აკრძალვით გამოწვეული ზიანი უფრო ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე აკრძალვით გამოწვეული სიკეთე - კახაძე
აკრძალვით გამოწვეული ზიანი უფრო ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე აკრძალვით გამოწვეული სიკეთე - კახაძე

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილების შედეგად, პანდემიის მარეგულირებელი მუხლების მოქმედების ვადა 2022 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდება.

კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმდინარეობს.

მომხსენებლის, ვლადიმერ კახაძის განმარტებით, ცვლილების მიზანია 2021 წლის 1 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად მართვას ემსახურება.

"მე, როგორც ექიმს, მიმაჩნია, რომ აკრძალვით გამოწვეული ზიანი უფრო ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე აკრძალვით გამოწვეული სიკეთე", -განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.

2020 წლის 22 მაისს "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებით, საქართველოს მთავრობასა და მის მიერ განსაზღვრულ სამინისტროებს დროებით მიენიჭათ უფლებამოსილება პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭირო წესები დაედგინათ და ღონისძიებები განეხორციელებინათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system