თავში

აქტივისტები: გვინდა ელჩებს ვაჩვენოთ, რომ საქართველოში არსებობს პროტესტი - VIDEO

აქტივისტები: გვინდა ელჩებს ვაჩვენოთ, რომ საქართველოში არსებობს პროტესტი - VIDEO
აქტივისტები: გვინდა ელჩებს ვაჩვენოთ, რომ საქართველოში არსებობს პროტესტი - VIDEO

შევეცადეთ ელჩებისთვის გვეჩვენებია რომ საქართველოში არსებობს პროტესტი - ამის შესახებ მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა სახელმწიფო ცერემონიალების სასახლესთან საპროტესტო აქციაზე განაცხადეს. 

აქტივისტებმა აქციაზე ბანერიც მიიტანეს წარწერით - „ამ ცხოვრების დედაც“. თავდაპირველად პოლიცია მათ ბანერის გაშლის უფლებას არ აძლევდა, რასაც ხმაური მოჰყვა. 

„ამ ეტაპზე პროტესტის ერთი ნაწილი ავლაბრის რეზიდენციასთან არის, სადაც დიპლომატიური კორპუსი ხვდება დანაშაულებრივ რეჟიმს. ჩვენ შევეცადეთ, ელჩებისთვის გვეჩვენებინა, რომ საქართველოში არსებობს პროტესტი და ეს ხელისუფლება აღარ მოსწონს ხალხს. გვქონდა პრობლემა პოლიციასთან, რომელიც კიდევ ერთხელ ასრულებს დანაშაულებრივ ბრძანებას და ცდილობს, ბანერი არ გაგვაშლევინოს, გზაზე არ დაგავეყნოს და ასე შემდეგ. საბედნიეროდ, არ არიან ისეთი მკაცრები და ბევრნი, რომ დავერბიეთ და გავეყარეთ აქედან. ასე რომ პლაკატი მაინც გაიშალა. რამდენიმე მინისტრი შევაცილიეთ შეძახილებით, რომ ისინი არიან მონები. თავად პრემიერმინისტრი "თვალთხარია გახარია" შევიდა უკანა შესასვლელით, რაც კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ "ქართულ ოცნებას" ეშინია, ეს შიში დიდხანს ვერ გაგრძელდება და აუცილებლად დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით.“- განაცხადა გიგა მაქარაშვილმა. 

ცნობისთვის, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დონორთა კონფერენცია გაიმართა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფორუმის მეორე ნაწილი მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი უძღვებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system