თავში

აქტივისტებმა ივანიშვილის სახლთან ჯებირზე ნაგვის ურნა "დააბოქლომეს" - PHOTO - განახლებულია

აქტივისტებმა ივანიშვილის სახლთან ჯებირზე ნაგვის ურნა "დააბოქლომეს" - PHOTO - განახლებულია
აქტივისტებმა ივანიშვილის სახლთან ჯებირზე ნაგვის ურნა დააბოქლომეს - PHOTO - განახლებულია

სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქტივისტებმა ნაგვის ურნა და ბოქლომები მიიტანეს. 

ახალგაზრდული მოძრაობა “გაბედესა” და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნის მიტანა უშუალოდ ივანიშვილის სახლთან სცადეს. საბოლოოდ, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ამიტომ, დემონსტრანტებმა, ივანიშვილის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ჯებირზე ნაგვის ურნა "დააბოქლომეს".  მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ სანაგვეზე გადააგდეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახა ბუხრაძემ განაცხადა, აქციის მონაწილეებს აქციის გამართვის უფლება აქვთ, თუმცა შსს მოუწოდებს მათ, რომ არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

აქციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებსა და პროპორციულ საარჩევნი სისტემაზე გადასვლას ითხოვენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system