თავში

აქტივობა უნდა შევწყვიტო, ჩემს შვილს კოვიდი დაუდასტურდა - ჯაფარიძე

აქტივობა უნდა შევწყვიტო, ჩემს შვილს კოვიდი დაუდასტურდა - ჯაფარიძე
აქტივობა უნდა შევწყვიტო, ჩემს შვილს კოვიდი დაუდასტურდა - ჯაფარიძე

"გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ჯაფარიძე სოციალურ ქსელში თავადავრცელებს. 

„კოსტას, უმცროს შვილს, მოუვიდა დადებითი პასუხი კოვიდ-ტესტზე. მაღალი სიცხე ჰქონდა 3 დღე, (სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია) და საავადმყოფოში გადავიყვანეთ.

ამჟამად ბევრად უკეთესადა. სხვა ოჯახის წევრები კარგად ვართ, მათ შორის ნატა დაიტესტა და უარყოფითი პასუხი მოვიდა.

სამწუხაროდ ჩემი საჯარო აქტივობები უნდა შევზღუდო. კამპანიას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გავაგრძელებ, 31-ში უნდა მოვიგოთ“, – წერს ჯაფარიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system