თავში

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან - აქტივისტები შეზღუდვებს აპროტესტებენ

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან - აქტივისტები შეზღუდვებს აპროტესტებენ
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან - აქტივისტები შეზღუდვებს აპროტესტებენ

არასამთავრობო ორგანიზაცია "დაიცავი არჩევანმა" მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქცია გამართა.

ორგანიზაციის წევრები მმართველ გუნდს მძიმე სოციალური პირობების გამო პასუხისმგებლობას აკისრებენ.

"ჩვენ ვაპროტესტებთ იმ სოციალურ პაკეტს, რომელიც ამ კორუმპირებულმა ხელისუფლებამ შესთავაზა ქართველ ხალხს. მოვედით იმისთვის, რომ მოვითხოვოთ ანგარიში და მოვითხოვოთ პასუხი იმ მილიარდებზე, რომელიც ამ კორუმპირებულმა ხელისუფლებამ ქართველი ხალხის სახელით ისესხა კორონავირუსთან საბრძოლველად და მოქალაქეების ღირსეული უზრუნველყოფისათვის. ფაქტობრივად, ეს მილიარდები უბრალოდ შეჭამეს და გაფლანგეს",- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ცნობისთვის, 28 ნოემბრიდან საქართველოში ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system