თავში

აქცია- პერფომანსი მერიასთან - VIDEO

აქცია- პერფომანსი მერიასთან - VIDEO
აქცია- პერფომანსი მერიასთან - VIDEO

ალეკო ელისაშვილი დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსის მიზეზებზე საუბრობს. თბილისის საკრებულოს ყოფილმა წევრმა და მერობის კანდიდატმა, მერიასთან სატრანსპორტო კოლაფსის ამსახველი ვიდეო მასალა მიიტანა.  ალეკო ელისაშვილის თქმით, რამდენიმე დღის წინ კახა კალაძემ განაცხადა, რომ მეტროსადგურებზე არსებული ხალხმრავლობა „უნდა გვიხაროდეს, რადგან თბილისი საცობებისგან განიტვირთება“. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, როგორც ჩანს მერი და მისი მოადგილეები არ სარგებლობენ მუნიციპალური ტრანსპორტით და არ იციან რეალურად რა ხდება.

ელისაშვილის თქმით არის რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მერიაში პრობლემებს არ იცნობენ.

„ არ მგზავრობენ მერიის თანამშრომლები და მაღალჩინოსნები ამ ტრანსპორტით, თორემ სხვა შემთხვევაში შეწუხდებოდნენ და მოაგვარებდნენ პრობლემას. ნაწილ- ნაწილ, ვიზუალის გამო შემოჰყავთ ავტობუსები და ვერ გამიგია რატომ არ ყიდულობენ ერთბაშად,“-აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system