თავში

აქცია წალკის მუნიციპალიტეტში

აქცია წალკის მუნიციპალიტეტში
აქცია წალკის მუნიციპალიტეტში

რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო თბილისი-წალკის დამაკავშირებელი გზა. ადგილობრივმა მოსახლეობამ მწვავე სოციალური პირობები და გზის არ არსებობა გააპროტესტეს.  აქციის მონაწილეები სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სოფლებამდე მისვლას დროულად სასწრაფოც ვერ ახერხებს. პრობლემების მოგვარებას ადგილობრივები უკვე რამდენიმე წელია ითხოვენ. 

თბილისი-წალკის დამაკავშირებელ გზაზე პროტესტის მონაწილე მოსახლოებამ, გზის მოპირკეთების და სასმელი წყლის მოგვარების პირობა მიიღო. მოსახლეობამ პირობის შესასრულებლად ადგილობრივ ხელისუფლებას 1 კვირის ვადა მისცა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system