თავში

აქციაზე მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

აქციაზე მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
აქციაზე მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

პარლამენტის წინ მიმდინარე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე ხმაური და დაპირისპირებაა. 

აქციის მონაწილეები ჟურნალისტებსა და ოპერატორებს დაუპირისპირდნენ. ისინი მათ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ.

ფიზიკური შეურაცხყოფა რამდენიმე ტელეკომპანიის წარმომადგენლებს მიაყენეს.

დაშავებულია რამდენიმე მედიასაშუალების წარმომადგენელი, მათ შორის ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ოპერატორი, ასევე 'რუსთავი 2"-ისა და "იმედის" თანამშრომლები. ასევე თავს დაესხნენ და ტექნიკა დაუზიანეს ტელეკომპანია "ფორმულასა" და "ტვ პირველის" ჟურნალისტებს.

პოლიცია ცდილობს ჟურნალისტები და ოპერატორები ტერიტორიიდან განარიდონ. ტერიტორიიდან გაიყვანეს მოქალაქე, რომელიც ერთ-ერთი არხის ოპერატორს მოტოციკლეტით დაეჯახა. 

რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის სრულად არის გადაკეტილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system