თავში

აქციის მონაწილეებმა მსვლელობით "ოცნების" ოფისთან გადაინაცვლეს

აქციის მონაწილეებმა მსვლელობით "ოცნების" ოფისთან გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეებმა მსვლელობით ოცნების ოფისთან გადაინაცვლეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისისკენ მსვლელობით გადაინაცვლეს.

პარლამენტთან შეკრებილებს "ქართული ოცნების" ოფისისთან გადანაცვლებისკენ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მოუწოდა.

გვარამიას განცხადებით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით შსს-ს ვერსია მიუღებელია.

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა მოქალაქეებს, ხვალ, 15:00 საათზე, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვაზე მისვლისკენაც მოუწოდა.

"3 საათზე არის გამოსვენება და მერე გავაგრძელებთ მსვლელობას ჯიქიას ქუჩის მიმართულებით. დაკრძალვა არის ჯიქიას ქუჩის ბოლოს, ე.წ. ჯიქიას სასაფლაოზე. ძალიან გთხოვთ, სამზე, იოსელიანის 37, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

საპროტესტო აქცია პარლამენტთან 3 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.

შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისს, ძალადობის მსხვერპლი 55 ადამიანი გახდა, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია.

რადიკალური ჯგუფები, მედიის წარმომადგენლებს 6 ივლისსაც დაესხნენ თავს.

"ტვ პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას 5 ივლისის მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ის რამდენიმე დღის განმავლობაში "ნიუ ჰოსპიტალსში" მკურნალობდა.

11 ივლისს კი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

უკვე მეორე დღეა პარლამენტთან, 5-6 ივლისს, ქვეყანაში მომხდარ ძალადობრივ ფაქტებს აპროტესტებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system