თავში

აქციის მონაწილეებმა ღამე კარვებში გაათენეს

აქციის მონაწილეებმა ღამე კარვებში გაათენეს
აქციის მონაწილეებმა ღამე კარვებში გაათენეს

აქციის მონაწილეებმა ღამეს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ კარვებში გაათენეს. ამ დრომდე დედაქალაქის მთავარი გამზირი სწორედ კარვებით არის გადაკეტილი. ადგილზე რჩება პოლიციაც. 

რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლის გადაწყვეტილება გუშინ, საპროტესტო აქციის მსვლელობისას მიიღეს.

აქციის მონაწილეები გარდამავალი მთავრობის პირობებში, პროპორციული წესით ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. 

მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები პარლამენტის წინ მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც საკანონმდებლო ორგანომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო. კანონპროექტი არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system