თავში

აქციის მონაწილეები გორთან ავტობანის გადაკეტვას ცდილობენ

აქციის მონაწილეები გორთან ავტობანის გადაკეტვას ცდილობენ
აქციის მონაწილეები გორთან ავტობანის გადაკეტვას ცდილობენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება დაიძაბა.

ადგილობრივები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

გორი-ბერშუეთის საავტომობილო გზის ზეღდულეთის მონაკვეთიდან აქციის მონაწილეებმა სოფლის მინდვრებისკენ გადაინაცვლეს, საიდანაც შემოვლითი გზით ცდილობენ ავტობანზე გასვლას და თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვას.

ამ წუთებში აღნიშნული შემოვლითი გზის მიმართულებით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში საპროტესტო აქცია იმართება. ადგილობრივები მიწის ფართობის გასხვისებას აპროტესტებენ.

სოფელში აქცია ათი დღის წინაც გაიმართა. აქციის მონაწილეები მაგისტრალის გადაკეტვას აპირებდნენ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც ხმაური მოჰყვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system