თავში

აქციის მონაწილეები პარლამენტთან ცარიელი ჭურჭლით მივიდნენ

აქციის მონაწილეები პარლამენტთან ცარიელი ჭურჭლით მივიდნენ
აქციის მონაწილეები პარლამენტთან ცარიელი ჭურჭლით მივიდნენ

პარლამენტის მიმდებარე ტორიტორიაზე რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაციამ აქცია-პერფორმანსი გამართა.

ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან ცარიელი ჯამებითა და კოვზებით მივიდნენ იმის სადემონსტრაციოდ, რომ მათი თქმით, ქვეყანაში მოსახლეობის ნაწილს პურის ფულიც კი არ აქვს.

ერთ-ერთი აქტივისტის თქმით, არასწორია პარლამენტში იჯდეს 60 მილიონერი, როდესაც ქვეყანაშ ამდენი ადამიანი შიმშილობს.

"უმძიმესი სოციალური ფონის პირობებში შეუძლებელია და არ არის სწორი საქათველოს პარლამენტში იყოს ოფიციალურად 60 მილიონერი. ზოგადად შეუძლებელია ჩვენ ბიზნესთან პრობლემა გვქონდეს, მაგრამ ამ ადამიანებს ეს ფული არ უშოვიათ კონკურენციისა და სამართლიან პირობებში, ისინი ძალაუფლებას იყენებენ იმისთვის, რომ გამდიდრდნენ, ადამიანებს მოპარონ მომავალი"-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system